ზღაპარი წიწამური მცხეთა

ზღაპარი წიწამური მცხეთა

Posted on November 1, 2017
კატეგორია:ქართული
Rating
0.0

8 მარტიდან რესტორანი „ზღაპარი “ წიწამური, მცხეთა, როგორც შიდა სივრცეში, აგრეთვე გარე პერიმეტრზე სრულად მოგემსახურებათ.

უსაფრთხოების ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების დაცვით, უსაფრთხო სერვირების ყველა ნორმა დაცულია,შეგახსენებთ, რომ რესტორნის სამზარეულო სექტორში, სერვირებისთვის  საჭირო ყველა ინვენტარის დამუშავება ხორციელდება ორთქლის საშუალებით.

დადგენილი წესების დაცვით, რესტორანში და მის ეზოში გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიება ვირუსთან დაკავშირებული შემთხვევების თავიდან ასარიდებლად.

რესტორანი „ზღაპარი“ გელით განუმეორებელი კერძების მრავალსახეობით, გიწვევთ დააგემოვნოთ არაჩვეულებრივი საფირმო “ნიყვი” და ჩვენი მდინარეების თევზთა მრავალსახეობა. ჩვენ გელით თბილი გულით და დიდი სიყვარულით.

რესტორანი “ზღაპარი” მდებარეობს მცხეთაში კერძოდ წიწამურში, რომელსაც გადმოჰყურებს მცხეთის ჯვრის მონასტერი. რესტორანი ითვლის დაახლოვებით 15 წელიწადს. უმაღლესი ხარისხის, გაუყინავი პროდუქტებისგან დამზადებულმა კერძემბა რესტორანს დიდი პოპულარობა მოუპოვა.
რესტორანი შედგება, მთავარ მაგისტრალთან მდებარე ძველ ქართულ და თანამედროვე სტილში ნაგები დარბაზისგან 300 კაცზე. 2 ბუხრიანი კუპისა და ღია ვერანდისგან, 4 აგურის კაპიტალური 10 კაციანი კუპის, ერთი ხის ბუხრიანი ოდისგან 50 კაცზე 1 ხის ოდისგან 20 კაცზე და ეზოში განთავსებული კუპისგან 40 კაცზე.