თბილისური

თბილისური

Posted on November 1, 2017
Rating
0.0

რესტორანი “თბილისური” – სასიამოვნო გარემო, სოფლის პროდუქტი და საუკეთესო ფასები.

ზაფხულში გიწვევთ მყუდრო ეზოში უგემრიელეს კერძებზე… შადრევნის ხმა და ბუნებრივი სიმწვანე სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით ქალაქიდან გაუსვლელად – შუაგულ ქალაქში, ასევე „საპახმელიო“ მენიუ – სოფლის დედლის ჩიხირთმა, შეუდარებელი თათარიახლი, ხარჩო, უგემრიელესი წვნიანი ხინკალი და გიგანტი ქაბაბი (ახალი, გაუყინავი !!! ხორცისგან) – თითებს ჩაიკვნეტთ, და ყველაზე მთავარი – ფასები – იდეალური !!!

განსხვავებული მენიუ – ნამდვილი სოფლის დედალი და წიწილა, ნამდვილი ფოთის კეფალი (სეზონურად), ნანადირევი მწყერი (ასევე სეზონურად), ნამდვილი ბორჯომის ცოცხალი, ძუძუს ხბოს (!!!) ცვრიანი მწვადი, ხაშლამა, და, რა თქმა უნდა, „მუკუზნის“,ნატურალური ღვინო… ქალბატონებისთვის კი, მხოლოდ ჩვენთან – ნახევრადტკბილი შავი ღვინო „ოჯალეში“. ასევე, რესტორანი “თბილისური” გთავაზობთ ქორწილის, დაბადების დღის, ნათლობის, ჯვრისწერის და სხვა ღონისძიების ორგანიზებას, დიზაინს, ფოტო და ვიდეო გადაღებას (სურვილის შემთხვევაში) ჩვენთან დაგხვდებათ ღონისძიების შესაბამისად გაფორმებული გარემო, მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

სოფლის პროდუქტებისგან მომზადებული უგემრიელესი კერძების მენიუს შეგიდგენთ თქვენთვის მისაღები ფასებით!!!

  • რესტორანს აქვს საკუთარი პარკინგი.
    შესაძლებელია მხოლოდ დარბაზის დაქირავებაც, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.
    ყოველ საღამოს თქვენთვის დაუკრავს და იმღერებს დათო თეთრაძის ბენდი…

Write a Review

Click to rate