შარბათი

შარბათი

Posted on November 1, 2017
კატეგორია:ქართული
Rating
0.0
2. რატომ შეირჩა სახელწოდებ შარბათი?
3. როგორი სამზარეულო გაქვთ? ქართული, ევროპული თუ შერეული?
4. ზოგადად რაზე აკეთებთ მთავარ აქცენტს რესტორანში?
5. ცოცხალი მუსიკა გაქვთ თუ არა? თუ კი, რომელ დღეებში და რომელ საათებზე?
6. რამდენი დარბაზი ან ფილიალი გაქვთ?
7. რესტორნის დიზაინი და ინტერიერი როგორია?
8. რა განგასხვავებთ სხვა რესტორნებისგან?
9. რატომ უნდა ავირჩიოთ შარბათი?
10. სამუშაო საათები და მისამართი.

1. 23 იანვარი, 2014 წელი.
2. შარბათი რამდენიმე სახის ტკბილი, არომატული სასმელია. მიღებილია, რომ აღმოსავლური ეგზოტიკის ეს ტრადიციული ელემენტი სხეულს ენერგიას, სულს კი სიმშვიდეს ანიჭებს.რესტორანი შარბათი სტუმრებს ტრადიციულ კერძებსა და ეგზოტიკურ გარემოს სთავაზობს, რაც სწორედ ჯანსაღი ენერგიისა და მშვიდი განწყობის გარანტიაა.
3. ქართული და ევრპული სამზარეულო, თუმცა ძირითადად ქართული.
4. ჩვენი მიზანია, სტუმარს შევთავაზოთ სრული კომფორტი – გემრიელი კერძები მრავალფეროვან, ორიგინალურ და დახვეწილ გარემოში.
5. ცოცხალი მუსიკა ყოველდღე გვაქვს როგორც ელიტ დარბაზში ან მინიატურების დარბაზში, ასევე ქართულ მარანშიც. საღამოს პროგრამა 20:00 საათზე იწყება და გრძელდება 00:30 საათამდე.
6. ჩვენს კომპლექსში რამდენიმე განსხვავებული სივრცეა:
☑ ელიტ დარბაზი (350 ადამიანი).
☑ მინიატურების დარბაზი (120 ადამიანი).
☑ ქართული მარანი (150 ადამიანი).
☑ ვერანდა და ზაფხულის ეზო (80 ადამიანი).
☑ სამი VIP დარბაზი.
☑ სამი განსხვავებული ინტერიერის კუპე.
7. შარბათის ინტერიერი სეგმენტებად არის დაყოფილი და სტუმარებს ოთხ განსხვავებულ გარემოს სთავაზობს. სივრცეები გაწყობილია ტრადიციული ქართული არქიტექტურის სტილში, სადაც ხის, ქვისა და ლითონის ფაქტურები ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
8. ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც უგემრიელეს კერძებს რამდენიმე სრულიად განსხვავებულ და მრავალფეროვან გარემოში ვთავაზობთ სტუმრებს: ელიტ დარბაზი, სადაც ანტიკურ სამყაროში აღმოჩნდებით (350 ადამიანი), მინიატურების დარბაზი, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” სივრცეს წარმოგიდგენთ (120 ადამიანი), ქართული მარანი, სადაც ცოცხალ მუსიკასთან ერთად ქართულ ტრადიციებს გაიხსენებთ (150 ადამიანი), ხოლო შარბათის ვერანდასა და ეზოში ზაფხულის ცხელ საღამოებს გრილად და ხალისიანად გაატარებთ. ამას გარდა, შარბათი სხვადასხვა გემოვნებით მოწყობილ კუპეებსაც გთავაზობთ. სტუმარს შეუძლია, ერთი სივრციდან მეორეში გადაინაცვლოს ერთი საღამოს განმავლობაში.
9. რატომ უნდა ავირჩიოთ შარბათი? იმიტომ, რომ ეს არის არა უბრალოდ რესტორანი, არამედ მყუდრო და კომფორტული გარემო ყველა თაობის გემოვნებისთვის.
10. 09:30-დან 02:00-მდე // დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. (დიდი დიღმის გამოსასვლელთან)

www.sharbati.ge
www.facebook.com/sharbati.ge
www.instagram.com/sharbati.ge

ტელ: 595 102 102, 595 05 80 80