რესტორანი-მუზეუმი გუჯარი

რესტორანი-მუზეუმი გუჯარი

Posted on September 6, 2017
Rating
0.0

საკონტაქტო:  +995 568 100777 ბატონი ილია რუხაძე, დირექტორი.

აქ თქვენ გელით მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა და სიურპრიზები, უგემრიელესი ტრადიციული კერძები.

არაჩვეულებრივი გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის; უმაღლესი დონის მომსახურება, პროფესიონალი კადრები; მაღალი კლასის საბანკეტო დარბაზი; კერძო და კორპორატიული ღონისძიებების, კონფერენციების, ქორწილების, ხელისმოწერის ცერემონიალის ორგანიზება (შესაძლებელია ღია ცის ქვეშ),  ქორწილების დიზაინი; საკონფერენციო დარბაზი; სადეგუსტაციო დარბაზი, სადაც ხდება სხვადასხვა ტიპის სასმელების დეგუსტაცია; ტერასა, რომელიც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ მცხეთის სილამაზითა და სიმშვიდით; დიდი ავტოსადგომი; მუსიკალური პროგრამა: 15 კაციანი ბენდი(ყველა ჟანრისა და რეპერტუარის ცოცხალი შესრულება);სამუშაო საათები: დილის 10 საათიდან – ბოლო სტუმრის წასვლამდე. გუჯარი რესტორანი-მუზეუმი

 

 

 

მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქია – მეფეთა საბრძანისი! გუჯარი XI საუკუნიდან შემოდის ქართულ ლექსიკაში და იგი მეფისგან ნაბოძები საბუთის ზოგადი სახელწოდებაა. დიდი ლექსიკოგრაფის სულხან-საბას განმარტებით „გუჯარი“ არის დიდი სიგელი, მნიშვნელოვანი დოკუმენტი. გიორგი VIII -ს მეფობისას , 1447 წელს შეიქმნა და მცხეთას ებოძა გუჯარი, ანუ არსებობს „მცხეთის გუჯარი“. რესტორანს „გუჯარი“ ვუწოდეთ, რაც იმას ნიშნავს რომ აქ სტუმრებს უძველესი ტრადიციებით ხვნებიან. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კულინარიული შედევრების გვერდით, აქ დააგემოვნებთ უძველესი ტრადიციების დაცვით მომზადებულ უგემრიელეს ქართულ კერძებს, მდიდარი, მრავალფეროვანი არომატის მქონე ქართულ კონიაკსა და ღვინოს. საქართველო რომ ვაზისა და ღვინის სამშობლოა ამას საუცხოოდ იგრძნობთ „მცხეთის გუჯარში“ სტუმრობისას. გმადლობთ სტუმრობისათვის და გვჯერა რომ კვლავაც გვესტუმრებით.რესტორანი ”მცხეთის გუჯარი” გამოირჩევა განუმეორებელი არქიტექტურითა და დიზაინით, რომელიც ელიტარულ სტილშია გადაწყვეტილი. რესტორანი ორიენტურებულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაზე, ამავე დროს, ქართულ სიძველეებთან ჰარმონიულადაა შერწყმული სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციები. ”მცხეთის გუჯარი” გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამუზეუმო ექსპონატებით.

რესტორნის ეზოში გაშენებულია ულამაზესი ბაღი – უნიკალური მცენარეებითა და ვარდების ხეივნით

 

Write a Review

Click to rate