ქართული სახლი

ქართული სახლი

Posted on January 21, 2018
კატეგორია:ქართული
Rating
0.0

ქართული სახლი პირველი მაღალი კლასის კომპლექსური ტიპის რესტორანია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს მუდმივად გემრიელ კერძებსა და სასიამოვნო გარემოს. ქართული სახლის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დარბაზით:
• ცენტრალური პრესტიჟ დარბაზი,
• ვიაიპი აპარტამენტი,
• ტიფლისის დარბაზი,
• ინდივიდუალური აპარტამენტები (კუპე), 
• ვერანდა
• ხელოვნური ქუჩა და ეზო

ქართული სახლის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიოანალი სამუშაო გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში მუდმივად ზრუნავს ქართული სახლი. მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგრსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს.
ქართულ სახლში დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური წესების რეგულაცია/დაცვა ქართული სახლის ექიმის მიერ.
ქართული სახლი არამხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით.
ყველა სტუმარი თავის მხრივ განუმეორებელი და უნიკალურია. ქართული სახლი ყველას ინდივიდუაურად ემსახურება და მათ წინაშე გრძნობს მასპინძლის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას.
„მე ვიპოვე ჩემი ქართული სახლი, შენც იპოვე შენი.“