გურამიშვილის მარანი

გურამიშვილის მარანი

Posted on November 15, 2020
კატეგორია:ქართული
Rating
0.0

   საგურამოს უნიკალურობა ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. სწორედ აქ მდებარეობს ილიას სიმამრის, თადეოზ გურამიშვილის საგვარეულო მარანი, სადაც საუკუნეების წინ იკრიბებოდნენ ილიას თანამედროვე, გამოჩენილი ადამიანები და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ.

სტუმარმასპინძლობა ჩვენი სავიზიტო ბარათია, ის ტრადიცია, რომელიც საუკუნეებია მოგვსდევს და დროსთან ერთად იხვეწება. გვესტუმრე „გურამიშვილის მარნის“ ისტორიულ სივრცეში და გახდი ამ დღესასწაულის ნაწილი. გვეამაყება, რომ “გურამიშვილის მარანი” აგრძელებს ილია ჭავჭავაძის ოჯახის დაწყებულ საქმეს, რასაც ქართული ღვინის დამზადება და მევენახეობა ეწოდება.

ქართული ღვინის განსაკუთრებულობას და უნიკალურობას განაპირობებს ბუნებრივი პირობები. საქართველოში შესაძლებელია ყველა ტიპის კლიმატის ნახვა. ამგვარი კლიმატური მრავალფეროვნება განპირობებულია ჩვენი ქვეყნის მდებარეობით – სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატური ზონის საზღვარზე. საქართველოში ვაზისთვის ნოყიერი ნიადაგია, კავკასიონის მთები აჩერებს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლას, ხოლო შვი ზღვის ზეგავლენა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.